ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

შსს იმფორმაციით, პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რომელმაც ადამიანი დაჭრა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრის ფაქტს, მშენებარე ობიექტზე, თვითმხილველების ინფორმაციით, წინ უძღოდა შელაპარაკება.

დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, საშუალოდ მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა, რამდენიმე საათის წინ, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად