A1 ბანერი

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ორი მამაკაცი დაშავდა, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ბათუმში. წინასწარი ინფორმაციით ნგრევა პირველი სართულის მშენებლობისას, ჭერზე ბეტონის დასხმისას მოხდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით დაშავებულებს სხვადასხვა ტიპის ტრამვები აღენიშნებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან გამოსწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მრავალფუნქციურ კორპუსს, რომელზეც ნგრევა მოხდა, დეველოპერული კომპანია “დიეს გრუპი” აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს კი, კომპანია “ლამინი ” ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...