ბათუმში მოქალაქემ ჯერ მამაკაცი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში თვითმკვლელობა სცადა

შემთხვევა ბათუმის პოლიციის მე-2 გაბყოფილებაში გუშინ მოხდა.

50 წლის მამაკაცი თავს ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა ბიჭს დაესხა, მისი დაჭრის შემდეგ კი განყოფილებაში შევიდა და თვითდაზიანები მიიყენა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდადაპირისპირების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით დაშავებულები ბიზნეს-პარტნიორები არიან. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდო დამნაშავეს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დაჭრილი კი ბათუმის მედცენტრში იმყოფება. როგორც კლინიკაში ამბობენ იგი სამედიცინო დაწესებულებამდე საკუთარი ფეხით მივიდა.

“საღამოს ცხრა საათზე შემოვიდა შეტყობინება, პოლიციის შენობაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში მიიყენა, ამჟამად იგი რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია”- აცხადებს ბადრი პაქსაძე.

პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტზე პროკურატურის პრესცენტრის ცნობით გამოძიება ორი მუხლით დაიეყო: სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითნკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და განოყენებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...