ბათუმში, მაშველებმა არასრულწლოვანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო სამმართველოს მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

„მაშველები ადგილზე სწრაფად გამოცხადდნენ და არასრულწოვანი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად