ბათუმში, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის კლინიკა “მედალფაში” ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული, აქედან რვას კორონავირუსი დადასტურებული აქვს, ერთის პასუხს კი, დღის ბოლომდე ელოდებიან.

კლინიკის მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, კვლავ კრიტიკულია მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოთხს კი პნევმონია აქვს.
“სულ 9 პაციენტია ამ დროისთვის კლინიკაში, აქედან ერთი დადგენაზეა. 8 პაციენტიდან 1 არის კრიტიკული, რომელიც იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ოთხს აქვს პნევმონია, ორის მკურნალობა მიმდიჯარეობს უსიმპტომოდ. სასუნთქ აპარატზე მყოფი პავციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გამოკვლევაზე მყოფი, მეცხრე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რაიმე ტიპის გართულებები არ აქვს”, განმარტა ჟურნალისტებთან, ლევან ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად