ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ორი ავტომობილი დაიწვა

ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ორი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი, მთლიანად დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...