ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია

კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 30 სექტემბერს, ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით – კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა .

“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა”, – აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად