ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტს აგვისტოში ინსულტი ჰქონდა გადატანილი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, პაციენტს მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, ის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ჩაუტარდა PCR კვლევა, რის შედეგადაც COVID-19 დაუდასტურდა.

“გარდაცვლილი პაციენტი 67 წლის მამაკაცი, კლინიკაში შესვლისას დიაგნოზი: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი.
იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, 21 სექტემბერს პაციენტი გარდაიცვალა”, – განმარტავენ კლინიკაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად