ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

უწყების გგანმარტებით, გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა, დიაგნოზით- კოვიდ-19.
„სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა. პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა“,-აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...