ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ Covid-19-სგან განკურნებული, კიდევ 7 შვიდი პაციენტი გაეწერა. განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„მედალფას“ დირექტორის განცხადებით, კლინიკიდან შესაძლოა, კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი გაწერონ.
ამ დროისთვის, კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული რჩება. მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„მედალფაში“, აჭარაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, 52 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მედიკოსებმა, ორი პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალი კორონავირუსის შედეგად 18 აპრილს 73 წლის ქალი დაიღუპა, გუშინ კი, მისი მეუღლე – 81 წლის კაცი. ორივე მათგანი, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად