აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, 65 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს მოთავსდა, დიაგნოზით COVID -19.
“პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
76 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს დიაგნოზით COVID -19. პაციენტს აღენიშნებიდა პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
80 წლის ქალს, COVID -19-ის დიაგნოზის პარალელურად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი, 90 წლის ქალია. მკურნალობის კურსს ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, დიაგნოზით COVID -19. სამინისტროს ინფორმაციით პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.