ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო უცნობია

ბრიფინგი, ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პაციენტს კორიონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში, ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.
”60 წლამდე ასაკის პირია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფექციის წყარო არ არის დადასტურებული. ყველა ახლო კონტაქტის მოძიება მოხდება. ბათუმში მაცხოვრებელია, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, – ცხელებით, რესპირაციული ჩვენებები. ის აღნიშნავდა მუცლის ტკივილსა და დიარეას. ემერჯენსში გაეწია დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ გადმოიყვანეს მედალფაში დიაგნოსტიკისათვის.
ქალი არ ცხოვრობდა კორპუსში, დეტალები არ მინდა გაჟღერდეს, რადგან სამუშაოები არ არის დასრულებული. ქალი ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. იქაც მიდის კვლევები. ამის მოლოდინი იყო, ბათუმშიც და აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომლის ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება, ამიტომ თითოეული პირი სოციალურ დისტანცირებას უნდა შეეცადოს” – თქვა ნინო ნიჟარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად