ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხის შედეგები მიიღეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა აჭარის მთავრობაში. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ის კარანტინში იყო. პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კორონავირუსის ადგილზე გავრცელების რისკები არ არის და ყველა პროტოკოლური ღონისძიება გატარებულია.

”დღეს აჭარაში დადასტურდა იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ და მდგომარეობა არის სტაბილური. მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო არ ავყვეთ პანიკას, არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი. ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით. მუშაობს ყველა უწყება, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები” – განაცხადა ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ რეგიონში ადგილი ჰქონდა თვითიზოლაციის წესების დარღვევას და მოსახლეობას მიმართა საფრთხე არ შეუქმნან სხვის და საკუთარ ჯანმრთელობას.

ცნობისთვის, დღეს ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 33 პაციენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად