ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მათგან ოთხი ადამიანი გუშინ დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფია. კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ორ პირს, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისინი მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებენ.
ინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს კოვიდის მიმღებ, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში, მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ.
გუშინ, კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. ის მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადის. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი სხვა პირების გამოკვლევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯადაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად