ბათუმში, კორონავირუსი საკონდიტრო „დონას“ ერთ-ერთ მეპატრონესაც დაუდასტურდა

კორონავირუსი საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, ფაქტს ადასტურებს, „დონას“ მენეჯერი, რომლის განცხადებითაც, ინფიცირებული მისი მეუღლე და ობიექტის ერთ-ერთი მეპატრონეა.

ამ დროისთვის, აჭარის ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, იკვლევენ 80 პირს, რომელიც ვირუსის ახალ კერასთანაა კონტაქტირებული.
„ჯამში აღებულია „დონას“ 80 თანამშრომლის სინჯი PCR კვლევისთვის. კვლევის პროცესი გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა. კვლევა გვიან ღამემდე გაგრძელდება და დილით სრული სურათი გვექნება“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის პრეს-სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ცნობილი გახდა, ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული კაფე-საკონდიტროს თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, რის შემდეგაც ობიექტმა მუშაოება შეაჩერა, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად