ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა. 50 წლამდე მამაკაცი საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. ის სატვირთო მანქანის მძღოლია.

მისი კლინიკაში გადაყვანისა და ხელმეორე ტესტირების შემდეგ, კაცს Covid-19 დაუდგინდა. თურქეთის მოქალაქის ინფიცირების ფაქტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს მალე დატოვებს.

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 623 პირი გამოიკვლიეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია.
არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად