ბათუმში, კორონავირუსი კიდევ ერთ პირს აღმოაჩნდა-ინფიცირებული საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა

ინფიცირებული, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში სხვა ქვეყნიდან, სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული შუა ხნის ქალია.

უწყების ინფორმაციითვე, ინფიცირებული ქალი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა.
„სამი დღის წინ გადმოვიდა, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან და იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე.
ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსუბუქი მიმდინარეობისაა.
ამ დროისთვის აჭარაში, 37 ლაბორატორიულად დიაგნოსტირებული კოვიდ ინფიცირებულია, რომლებიც მკურნალობას, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადიან.
კლინიკა, გუშინ დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა, ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონში, კორონავირუსისგან 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...