ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ებრაელების ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორი ერის ტრადიციულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,მინდა ებრაელ ხალხს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.

ჩვენ, ქართველებს და ებრაელებს მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის ისტორია გვაკავშირებს. ისტორია, რომელიც არის სამაგალითო, როგორც უფროსი თაობისთვის, ისე მომავალი თაობისთვის. სწორედ, ამ მაგალითზე შესაძლოა, რომ როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში დაიზარდონ მომავალი თაობები.

კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ქართველ და ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობიან საქართველოში და მშვიდობიან ისრაელში ცხოვრება და მოღვაწეობა» – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის და საზოგადოების წევრებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად