ბათუმში კერძო სკოლა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასო სწავლას სთავაზობს

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ბათუმში აცხადებს კონკურსს სწავლის 100%-იანი გრანტის მოსაპოვებლად სოციალურად დაუცველი, 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანი ოჯახების შვილებისთვის, ასევე მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისთვის.

გრანტი გაიცემა მხოლოდ VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებისთვის აკადემიური მოსწრების, ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
სკოლა “პროგრესი” ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს, სადაც სწავლება მორგებულია მოსწავლეზე და თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევაზე. სკოლის სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულს.

“ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც ბათუმიდან დავიწყეთ. სურვილი გვაქვს გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა აქტივობებთან ერთად, საშუალება მივცეთ ნიჭიერ ბავშვებს გაძლიერებულად შეისწავლონ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო (STEM) საგნები, რა მიმართულებითაც ჩვენი სკოლა ქვეყნის მასშტაბით დარგის ლიდერია. ”- ამბობს ნინო ჩიკვაშვილი, სკოლა “პროგრესის” გენერალური დირექტორი.
საბუთების მიღება დაიწყო და 2019 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. სკოლა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11ა, ტელ: 571019050.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად