ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ჯავახიშვილის არხის რეაბილიტაცია ბაგრატიონის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა, რის შემდეგაც გადამკვეთი ქუჩების სანიაღვრე სისტემის დაერთება განხორციელდება.

არხის რეაბილიტირებული მონაკვეთის სიგრძე 451 მეტრია, რაც სრული მონაკვეთის ერთ მესამედს შეადგენს.

პროექტი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის საშუალებით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში ქუჩების დატბორვის პრობლემას აღმოფხვრის.

კოლექტორის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება – 3,6 მლნ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად