ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

“ჩვენ ახლა გუდიაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ათეული წლებია ქუჩის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას”, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 935 ათასი ლარი გამოიყო. ბათუმში ასევე აქტიურად მიმდინარეობს მონუმენტური ძეგლების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები. იწმინდება და ირეცხება ქალაქში არსებული შადრევნები. შეიღება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადები და დაიწყო დაზიანებული სკვერების აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად