ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე საქართველოს რუკის ფორმის ახალი აბრა დაამონტაჟეს

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ფოტოსთან ერთად ავრცელებს.

“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქუჩის აღმნიშვნელი ახალი აბრა დაამონტაჟეს, რომელსაც სიმბოლურად საქართველოს რუკის ფორმა აქვს.

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებულ ქუჩას გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად