ბათუმში გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა, რომლის შესაბამისად, ბათუმის ტერიტორიაზე, უნებართვო მშენებლობა იწვევს დაჯარიმებას 6 ათასი ლარით, სამშენებლო/სანებართვო პირობების დამრღვევი I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 800 ლარის ოდენობით, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კი, 4 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

რეგულაცია ეხება ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსებას, რომელიც 400 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ათასი ლარით დაჯარიმდება – I ან II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში და 2 000 ლარით – III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას.
უფრო მკაცრია კოდექსი, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მშენებელს ჯარიმის გადახდა 5 ათასი ლარის ოდენობით მოუწევს.
საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის, ან დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე, ასევე 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამრღვევი მსენებელი კი, 30 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ყოველ განმეორებით დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად