ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა

2019 წლის 23 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში.

ჩემპიონატში სამი ბათუმელი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ძირითადი გუნდის შემადგენლობაში იყო მსოფლიო ჩემპიონი სალომე მელია, ხოლო მეორე გუნდში – მსოფლიო ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი და საერთაშორისო დიდოსტატი მირანდა მიქაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ვერცხლის პრიზიორს, სალომე მელიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

საქართველოს ქალთა ძირითადმა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქალთა მეორე ნაკრებმა მეცხრე-მეცამეტე ადგილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მიერ სალომე მელიას და მის პირად მწვრთნელს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა 39 ქვეყნის მოჭადრაკე, როგორც ქალებში (32 გუნდი), ასევე მამაკაცებში (40 გუნდი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად