ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილობრივთა განმარტებით, ლიფტში სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან გვიან ღამით ჩავარდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ კორპუსში ლიფტები მწყობრიდან ხშირად გამოდის.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად