ბათუმში, ე.წ. პირველი აფთიაქის შენობას არსებული იერსახე შეუნარჩუნდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც წლებია ამორტიზებულია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და არსებული იერსახე შეუნარჩუნდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობაზე განხორციელდება ფასადის სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, მოწესრიგდება ძეგლის იერსახე.

“აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაერთი სართულის დაშენებას.

სააგენტოს მიერ მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი არსებული მოცულობის შენარჩუნება და სარემონტო სამუშაოების წარმოება ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე”,- აცხადებენ სააგენტოში.

ინვესტორის, შპს „ჟასმინი“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ დღეს განიხილა და
მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება ძეგლის მოცულობის ცვლილების გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა შიდა გეგმარებასა და არქიტექტურაზე. ე.წ პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაცია  კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად