ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. კაპსულის ჩაგდების ცერემონიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესწრება. საზეიმო ცერემონიის გახსნამდე, გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, მომავალ წელს, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, სკოლისა და ბაღის მშენებლობაც დაიწყება.

“რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქ ვიყავით და დაგპირდით, რომ აქ დაიწყებოდა მშენებლობა და მოგცემდათ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, რომ თქვენ ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში, დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში რომ აქ აშენდებოდა “ოცნების ქალაქში” ზუსტად 1 წელში და 6 თვეში გპირდებით, რომ აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, თქვენი ბავშვების. თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება იცხოვროთ ღირსეულად 2021 წელს აქ დაიწყება სკოლისა და ბაღის მშენებლობა, აი ამ ბავშვებისთვის ვინც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება” – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად