ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

პრესცენტრის განმარტებით ამ დროისთვის 20-მდენ შეტყობინება შევიდა. წვიმამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალზეც.

მახინჯაურის ცენტრში საავტომობილო გზა დაიტბორა, რის გამო გართულებულია ავტომობილით გადაადგილება. ბათუმში ორი საათია გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ელექტროენერგიის წყაროებსაც. ქალაქის გარკვეულ უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად