ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანის ნაცვლად 4 სართულიანი სახლი აშენდება

კომპანია ,, ახალი ერა“ ქ. ბათუმში, დუმბაძის ქ. N12-14-ში 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. 2015 წელს მოხდა შეთანხმება პროექტზე, რომელიც გულისხმობდა 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

ბათუმის მერიის მხრიდან მშენებლობის ნებართვაზე კომპანიამ უარი მიიღო. კომპანიამ მერიის მხრიდან მიღებული უარი სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის სასამართლოშო ბათუმის მერიამ დავა წააგო. სააპელაციო სასამართლომ დაავალა მხარეებს არსებული დავის გადაწყვეტა მორიგების საფუძველზე .

,,შედგა მორიგება მერიასა და კომპანიას შორის, რომლის თანახმადაც მოხდა პროექტის კორექტირება. შპს ,,ახალი ერა’’ პროექტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 8 სართულის ნაცვლად 4 სართულის და მანსარდის მშენებლობას განახორციელებს” – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები
იტვირთება...