ბათუმში დღეს გამოკვლეულ 100 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოკვლეული 100 პირის ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია და ყველა უარყოფითია.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის ბიოლოგიურ მასალას იკვლევენ, რომელთა პასუხები ცნობილი, ხვალ გახდება.
დღის განმავლობაში, აჭარაში Covid-19 მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. ის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 70 წლამდე ქალია.
საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 444 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულდა 132. ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 888 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571.

კომენტარები
იტვირთება...