ბათუმში, დღეს დილით COVID 19-ზე აღებული 27 საეჭვო შემთხვევის კვლევაზე, ყველა პასუხი უარყოფითია

ბათუმში, დღეს დილით COVID 19-ზე აღებული 27 საეჭვო შემთხვევის კვლევაზე, ყველა პასუხი უარყოფითია, ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბათუმის ცხელების ცენტრს, საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან და თვითდინებით მოქალაქეებმა დღეს მიმართეს.

გასულ დღე – ღამეში, ბათუმში COVID 19 -ზე ტესტი 42 პირს ჩაუტარდა. მათგან ხუთს Covid-19 დაუდასტურდა, 37 – ის ტესტის პასუხი კი უარყოფითია.

აჭარაში ამ დროის მონაცემებით, 14 ინფიცირებულია. საკარანტინო ზონაში 2 300 – ზე მეტი პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, 100 – ზე მეტი ადამიანი რჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად