ბათუმში, Covid19-ის მართვაში მედალფას კლინიკა ჩაერთო

დღეიდან ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ Covid19-ის მართვაში მედალფას ბონის კლინიკა ერთვება. სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად გაეცნენ.

ექსპერტებმა კლინიკის მზადყოფნა დადებითად შეაფასეს. მედალფას ბონის კლინიკა ერთდროულად 54 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მოინახულეს ეწვევიან ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს, რომელიც საჭიროებისამებრ ჩაერთვება Covid19-ის მართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად