ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანებები ორმა პირმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით დაიღუპა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად