ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

შემთხვევა ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. 35 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. იგი კლინიკა მედინაში ნაფლეთოვანი ჭრილობებითაა მოთავსებული.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ახალგაზრდა კაცი სახის მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანა, მას ქონდა სახის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობები მცირე სისხლდენით, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შესაბამისი კვლევები, პაციენტი რცება დაკვირვების ქვეშ” – განაცხადა ემერჯემსის ექიმმა ჯემალ ქობალიამ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...