ბათუმში, ავტოავარიისას დაშავებული 19 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

გუშინ ღამით, ბათუმში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 19 წლის ბიჭის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა.

მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ორი ავტომობილის შეჯახებისას დაშავებული კიდევ ორი ადამიანი კი, კლინიკიდან ბინაზე უკვე გაწერეს.
ძლიერი ავარია, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსრკ 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად