ბათუმში, ავარიის შედეგად, შუახნის ქალი დაიღუპა

ფატალურად დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე.

ავტომანქანის შეჯახების შედეგად, შუა ხნის ქალი, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, გარდაიცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად