ბათუმში,”აპოლოსთან” საპროტესტო აქციის მონაწილე 1პირი დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“, საპროტესტო აქციის მონაწილე ერთი პირი დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და სავარაუდოდ მაყურებლებს შორის.
დაკავების მიზეზი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მისი მხრიდან მოქალაქეების ლანძღვა და გინება გახდა.

დაკავებულს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება, იგი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ჩვენების მოწინააღმდეგეთა აქცია, კინოთეატრ აპოლოსთ ამ წუთებშიც მიმდინარებს. სეანსი „აპოლოში“ 22.00 საათზე დაიწყება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად