ბათუმში ახალი მეჩეთის მშენბლობის ნებართვაზე სასამართლო დავა ისევ გადაიდო

“ჩვენ ვფიქრობდით რომ აღნიშნული თემის მოგვარება ბათუმის მერიას არ შეუძლია. ის არის უბრალოდ ინსტრუმენტი რომელსაც ევალება გასცე სამართლებრივად ნებართვა, მაგრამ აღნიშნულ საკითხს ცენტრალური მთავრობა აგვარებს. ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ აღნიშნულო საკითხის მოაგვაროს და ამიტომ პროცესი ჭიანურდება,”- ასე გამოეხმაურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროცესის გადადებას “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღეს უკვე მეოთხედ გადაიდო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს სასამართლო პროცესი რამდენიმე სათით ბათუმის მერიის პოზიციის გასარკვევად გადადო. სასამართლო პროცესზე კი ბათუმის მერიის წარმომადგენელს მოუწოდა, გაარკვიოს საბოლოოდ არის თუ არა მზად მერია მუსლიმ თემთან მოლაპარაკებისთვის.

მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ სურთ მოლაპარაკება, თუმცა რატომ არ შედგა აქამდე შეხვედრა მუსლიმ თემთან, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
2017 წელს მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე მერიის მხრიდან უარი გაასაჩივრა. საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს.დღევანდელი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად