ბათუმში 7 საეჭვო შემთხვევაზე ანალიზის პასუხებს, დღის ბოლომდე ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისდ განცხადებით, ბათუმში, მედიკოსების კონტროლზე აყვანილი პაციენტებიდან, 7 პირის ტესტირების პასუხები, ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცხელების კლინიკას 24-მა ადამიანმა მიმართა.
„24 მიმართვიდან, შედეგები უკვე ცნობილია, სამს დაუდასტურდა კორონავირუსი, დანარჩენი პასუხები, ყველა გახლდათ უარყოფითი. რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, 49 ზარი შევიდა 112-დან ონლაინ კლინიკებში, აქედან ერთი გადამისამართდა მხოლოდ ცხელების კლინიკაში. დანარჩენი ყველა დარცა ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,“-ასცხადებს ნინო ნიჟარაძე.
მისივე თქმით, აჭარაში, საკარანტინე სივრცეებში განთავსებული პირების რიცხვი რადიკალურად არ შეცვლილა, თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი რჩება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას კონტროლს, მედიკოსები მუდმივ რეჟიმში უწევენ.
აჭარაში, ერთი პაციენტი უკვე განიკურნა და ბინაზე გაეწერა, სამი ინფიცირებულის კლინიკიდან გაწერის საკითხი კი, დღის ბოლომდე გადაწყდება. ექიმები, მათი განმეორებითი ტესტირების პასუხების მოლოდინში არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად