ბათუმში 60 წლამდე ქალი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

პუშკინის 141 ნომერში საცხოვრელი კორპუსის მე-4 სართულიდან 60 წლამდე ქალი გადმოვარდა.

 მეზობლების ინფორმაციით ის კიბის მეშვეობით ფანჯარას წმენდდა რა დროსაც კიბე დაუცურდა და ეზოში გადმოვარდა. მათივე ინფორმაციით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

ьმომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად