ბათუმში, 6 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ კლინიკაში გადაყვანილი 6 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის პასუხები, ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. ისინი, ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით, საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის კკორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, 7 პაციენტია მოთავსებული. მძიმეა „მედალფაში“ მოთავსებული 70 წელს გადაცილებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. როგორც „მედალფას“ მენეჯერმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, პაციენტის მდგომარეობა, თანმხლებმა დაავადებებმა დაამძიმა.
“2-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის საშუალო სიმძიმისაა, მას ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს. მეოთხე პაციენტის, 70 წელს გადაცილებული მამაკაცის მდგომარეობა კი დამძიმდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი, მას თანმხლები დაავადებები აქვს”- აცხადებს, «მედალფას“ მენეჯერი ლევან ანთაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად