ბათუმში 50 ტესტის პასუხს ელოდებიან, მათგან 35 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ბათუმში 50-მდე პირის ბიოლოგიურ მასალაზე, ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ტესტირებაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 35 ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

ანალიზის პასუხები, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, დამატებით, თერმოსკრინინგის გამოყენებით ქობულეთში 2300-მდე პირი გამოიკვლიეს. მათგან საყურადღებო ოთხი შემთხვევა გამოიკვეთა. ისინი, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, მათი ბდამატებითი გამოკვლევაც მოხდება.
ნინო ნიჟარაძის თქმით, დღეისთვის, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 470 კონტაქტია მოძიებული. აქედან, COVID-19 34 პირს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...