ბათუმში 35 პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა

ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid-19-ით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს. უწყების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს მიღებული ლაბორატორიული კვლევის პასუხებით, 35 საეჭვო პირს ვირუსი არ დაუდასტრუდა.

ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ გამოკვლეული პაციენტებიდან ჩვიდმეტმა ცხელების კლინიკებს მიმართა, დანარჩენები კი, საკარანტინო ზონებში არიან განთავსებული. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღის განმავლობაში, კიდევ 50 ნიმუში გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, როგორც ქობულეთის კლასტერიდან, ისე ცხელების კლინიკებიდან.
„აჭარაში, სულ ლაბორატორიულად დადასტურებული 35 პაციენტი გვყავს „მედალფას“ კლინიკაში. აქედან 32 გახლავთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. 16 პაციენტი არის რეგიონში დიაგნოსტირებული და გადაყვანილი სხვა რეგიონის კლინიკიბში, მათ შორის შედის 2 უცხოელი, რომელმაც ქვეყანა დატოვა“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...