ბათუმში, 16 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში, 16 პირის ლაბორატორიულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზაალ მიქელაძის განმარტებით, 16 ბიოლოგიურ მასალაზე კვლევა, ცხელების ცენტრში შესულ და საკარანტინე სივრცეებში მყოფ პირებს ჩაუტარდა.

“ერთდროულად ჩატარდა 19 კვლევა, აქედან სამი გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე განმეორებით, დანარჩენი 16 ადამიანი შევიდა ცხელების ცენტრიდან, ასევე საკარანტინე ზონიდან. ყველა მათგანზე იყო პასუხები უარყოფითი,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად