ბათუმში 16 გამოკვლელულ პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა

ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 16 პაციენტის ბიოლოგიური მასალის ტესტმა, უარყოფითი შედეგი აჩვენა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, დღის განმავლობაში Covid-19-ზე გამოკვლეულ არც ერთ პირს ვირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სულ 1 750-ზე მეტი ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. კორონავირუსი 64-ს დაუდასტურდა, მათგან 34 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კლინიკა „მედალფაში“ 35 ინფიცირებული მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...