ბათუმში, 10 წლის ბიჭს ქუჩაში პოლიციის ავტომობილი დაეჯახა

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. მოზარდი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით მას ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...