ბათუმსა და ქედაში ტრადიციულ სახალხო ფესტივალზე “ფრიდონობა” გაიმართა

ბათუმსა და ქედაში ტრადიციულ სახალხო ფესტივალზე “ფრიდონობა”, გაიმართა რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის – ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებას.

ღონისძიება ქალაქ ბათუმში ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, ფრიდონ ხალვაშის საფლავთან შეკრებით დაიწყო რის შემდეგაც სოფელი გეგელიძეები, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელიც საზოგადოების წევრებთნ ერთად, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს. მწერლის შემოქმედებაზე მოკლე ექსკურსი პოეტის ვაჟმა – ზაზა ხალვაშმა გააკეთა, ხოლო შემდეგ დაბა ქედა, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკი გაიმართა კულტურული ღონისძიება. „ფრიდონობა“ წარმოადგენს სახალხო დღესასწაულს, რომელიც პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელს უკავშირდება.

ღონისძიება მწერლის სიცოცხლეში დაარსდა და უკვე 12 წელია, ტრადიციულად, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება თავს იყრის სოფელ გეგელიძეებში, სახელოვანი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ კერასთან, სადაც დღეს მისივე სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი. ფესტივალი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით იმართება, რომელსაც ორგანიზებას ქედის ისტორიული მუზეუმი და ქედის კულტურის ცენტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...