ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სამრევლო ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ღამის თევით არ ჩატარდება

ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა.

“ბათუმისა ლაზეთის ეპარქიაში ოდნავ ცვლილებები შევიდა, რადგან საპატრიარქოში გაკეთდა განცხადება, მაგრამ ჩვენ პატრიარქთან შეთანხმებით, ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა კურთხევა, რომ..
მოგეხსენებათ, ტრადიციულად სააღდგომო ღვთისმსახურებაა ღამისთევით და ახლაც ყველა მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალი, სააღდგომო ღვთის მსახურება ჩატარდება მრევლის გარეშე. მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები აღასრულებენ ღვთისმსახურებას. მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ტრანსლირება და მიეცემა ყველას საშუალება ვინც ვერ შეძლებს ტაძარში მოსვლას სახლიდან მოისმინოს მსახურება. ეს ეხება მხოლოდ მონასტრებს.
რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამრევლო ტაძრებს, ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით, არ მოხდეს ამ კანის დარღვევა, 7 საათზე დაიწყება ღვთისმსახურება. რა თქმა უნდა დისტანციის დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდირებული, რომელსაც გააკონტროლებს სამღვდელოება და სტიქაროსანები” – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით სააღდგომო წირვა-ლოცვა დიდ ეკლესიებში მრევლთან ერთად, 2 მეტრიანი დისტანციით ჩატარდება. ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში, სააღდგომო ლიტურგიაში მრევლი მონაწილეობას ვერ მიიღებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად