ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელო პირები ლოცვებს პირბადით აღავლენენ

პრევენციის მიზნით, საღვთო მსახურებისას პირბადეებით იქნებიან სტიქაროსნები და მგალობლები. ამის შესახებ მედიას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა. დეკანოზის განმარტებით, პირბადეების ტარება სავალდებულოა მრევლისთვისაც.

პატრიარქთან შეთანხმებითა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ეპარქიაში სააღდგომოდ ღამის ლოცვები მრევლის გარეშე ჩაივლის. მრევლს წირვაზე დასწრების საშუალება, კვირას, დილის შვიდ საათიდან ექნება.
„მრევლი ისევე, როგორც მე პირადად, ნახევარი საათით ადრე გამოვედით სახლიდან და მოვედით ტაძარში ფეხით. როდესაც მოვდიოდი ვფიქრობდი, რომ ქრისტემ ჩვენს გამო გოლგოთის გზა გაიარა ჯვრით მხარზე და შემდგომ ჯვარზე გაეკრა მთელი სამყაროს ცოდვებისათვის. ეს რაღაცნაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას ამაღლებულს ხდიდა და ამაში დავინახე რაღაც დადებითი. ასე რომ, მრევლსაც შეუძლია ფეხით მოვიდეს. მით უფრო, ბათუმი არ არის დიდი ქალაქი და არ არის რთული ერთი წერტილიდან უახლოეს ტაძრამდე მისვლა. მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეებში აუცილებელია პირბადის გაკეთება და ჩვენთანაც სტიქაროსნებს, მგალობლებსაც, მედავითნესაც, მრევლსაც, ვინც დგას ყველას უკეთია პირბადე. მეც პირბადით ვარ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...