ბათუმის ვიცემერად ჯაბა ტუღუში დაინიშნა

ბათუმის ვიცემერად ჯაბა ტუღუში დაინიშნა. ახალი ვიცემერი თანამშრომლებს მერმა დღეს წარუდგინა.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ბათუმის ვიცემერის პოზიცია ვაკანტური იყო. დღეს ამ თანამდებობაზე მინდა წარვადგინო ჯაბა ტუღუში. ის მერიაში 2011 წლიდან მუშაობს. იკავებდა მერის მრჩევლის პოზიციას ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში, მუშაობდა ეკონომიკის სამსახურში უფროსის მოადგილედ და ბოლოს საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსად. ის უშუალოდ იყო ჩართული ქალაქისათვის მნიშვნელოვან ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, განსაკუთრებით, კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებთან. უშუალოდ კურირებდა გერმანიის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბათუმისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მინდა მივულოცო მას და ქალაქისათვის სასიკეთო მრავალი პროექტის წარმატებით განხორციელება ვუსურვო” – ლაშა კომახიძე.

ჯაბა ტუღუში განათლებით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი მერიაში 2011 წლიდან მუშაობს. ვიცემერად დანიშვნამდე ჯაბა ტუღუში საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

“მინდა აღვნიშნო, რომ სრულად მაქვს გათვიცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პოზიციასა და სტატუსს თანდევს. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, აქტიურად ვიყავი ჩართული მერიის პროექტებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მზად ვარ ღირსეულად შევხვდე ჩემ წინაშე არსებულ გამოწვევებს და მერიის გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის“ – ჯაბა ტუღუში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად